თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.

მათივე ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.