თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს მიმართ გირაო უცვლელი დარჩა. 

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სადაც აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ბიზნესმენები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიძე სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე არ გამოცხადნენ, რის გამო არსებობდა მიმალვის საშიშროება. პროკურატურამ ჩიკვაიძის გირაო პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. 

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს.  

ამ წუთებში კი სამართალდამცველები ირაკლი პაპიძის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას ჩხრეკენ. 

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე მისი დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში წინასწარ ავრცელებდა ინფორმაციას.

გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიძის წინააღმდეგ გამოძიება კომპანია "ელბილდინგის" საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ბრალდებულებს კომპანიის კუთვნილი თანხების უკანონოდ მითვისებას ედავებიან.