საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91%-ით პირველ ადგილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იკავებს.
52%-სთვის ყველაზე მოსაწონი თბილისის მერი კახა კალაძეა. მესამე ადგილს, ის 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია. მე-4 ადგილზე 43%-ით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
ილია მეორე - 91%%
კახა კალაძე - 52%
სალომე ზურაბიშვილი - 48%
ირაკლი ღარიბაშვილი - 43%
გიორგი გახარია - 36%
მიხეილ სააკაშვილი - 36%
ბიძინა ივანიშვილი - 35%
შალვა ნათელაშვილი - 35%
ელენე ხოშტარია - 33%
გიორგი ვაშაძე - 33%
ალეკო ელისაშვილი - 31%
ირაკლი კობახიძე - 31%
მამუკა ხაზარაძე - 29%
შალვა პაპუაშვილი 27%
ლევან ხაბეიშვილი - 27%
ბადრი ჯაფარიძე - 26%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26%
პეტრე ცისკარიშვილი - 19%
გიგა ბოკერია - 17%
პაატა მანჯგალაძე - 9%
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.