ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. თბილისში ყველაზე მეტი ხმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა.
„ქართული ოცნება" 76,3%„ლელო საქართველოსთვის" - 7.1%„გირჩი“ - 6.8%„კონსერვატორები საქართველოსთვის" - 3.3%სხვა პარტიებმა საერთო ჯამში ხმების 6.5% მიიღეს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ტარდება ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.