ათივე სამაჟორიტარო უბანში ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 12 500-ზე მეტმა ფოთელმა დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების" გუნდს ფოთში, რაც 80 %-ზე მეტია მოსული ამომრჩევლის,  - ამის  შესახებ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში მშვიდ გარემოში ჩაიარა საარჩევნო პროცესმა. მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის, გამოხატული მაღალი მხარდაჭერისთვის. ათივე სამაჟორიტარო უბანში ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 12 500-ზე მეტმა ფოთელმა დაუჭირა მხარი ,,ქართული ოცნების" გუნდს ფოთში, რაც 80 %-ზე მეტია მოსული ამომრჩევლის და მე მიხარია, რომ მნიშვნელოვანი უმრავლესობით გავაგრძელებთ საკრებულოში მუშაობას ერთობლივად იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე არის და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ყველას ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქალაქს",- განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ცნობისათვის, ფოთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 16 058 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  39, 64%-ია. 

ფოთში 4 პოლიტიკური პარტია იყრიდა კენჭს: „ქართული ოცნება", „გახარია საქართველოსთვის", „ძლიერი საქართველო - ლელო" და „კონსერვატორები საქართველოსთვის". მერობის  კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ბექა ვაჭარაძე იყო.