20:00 საათის მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 23 257-მა  მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 42 %-ია. 

„კომისიაში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. საარჩევნო პროცესი ყველა უბანში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მოსახლეობის აქტიურობა საშუალო იყო.,, - განუცხადა „აიპრესს" №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ფარადაშვილმა. 

შეგახსენებთ, საარჩევნო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 43 საარჩევნო უბანში მიმდინარეობდა, სადაც  54 949 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

10 უბანში ხმის მიცემა ტრადიციული, ხოლო 33-ში ელექტრონული სისტემით ჩატარდა.