ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან საქართველოს მასშტაბით, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების - 66,4 პროცენტი

„ძლიერი საქართველო ლელოს“ - 10,3 პროცენტი

„გირჩს“ - 9,3 პროცენტი

„გახარია საქართველოსთვის“ 8,7 პროცენტი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ აქვს მოქალაქეთა 2,2 პროცენტიანი მხარდაჭერა

ყველა სხვა პარტიას კი ჯამურად 3,1 პროცენტი.

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.