„ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა, საკუთარი არჩევანი  N 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოში დღეს. ოჯახთან ერთად, უკვე გავაკეთე ჩემი არჩევანი და ხმა მივეცი მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ქუთაისის განვითარებას და ჩვენი ოჯახების მეტ კეთილდღეობას!

მჯერა, ასეთი იქნება ქუთაისელების დიდი უმრავლესობის არჩევანიც და ჩვენ ერთად შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას!", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა