15:00 საათის მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 13 704 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 25%-ს შეადგენს.
№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,გიორგი ფარადაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, ასევე არ შესულა კომისიაში არცერთი საჩივარი. ფარადაშვილი ამომრჩეველთა აქტივობას საშუალოდ აფასებს.
შეგახსენებთ, საარჩევნო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 43 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს და ხმის მისაცემად ჯამში, 54 949 ამომრჩეველს ელიან. 10 უბანში ხმის მიცემა ტრადიციული, ხოლო 33-ში ელექტრონული სისტემით არის შესაძლებელი.