სტრასბურგში ვიღაცამ თქვა, მიხეილ სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნადვილად ასეა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა.

„საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი. ვიღაცამ სტრასბურგში თქვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნადვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი. გული გაგიჩერდება. მიკვირს, როგორ უძლებს. არ ვიცი, როდემდე რას გაძლებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.