დღეს სასწორი აღარ დამხვდა პალატაში, ალბათ ჩათვალეს, რომ არ არის საჭირო წონის კონტროლი, მაგრამ მე თვალებით ვხვდები, რომ ადამიანი ილევა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„საერთოდ, ყოველ დღე, ორჯერ დავდივარ ჩემი შვილის მოსანახულებლად და ყოველ შესვლაზე უფრო მძიმე მდგომარეობა მხვდება, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო, იმიტომ რომ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა ადამიანმა, ისეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა სახსრების. კუნთები საერთოდ გაუქრა ადამიანს.
სასწორი არ იყო ოთახში. ალბათ, ჩათვალეს რომ აღარ არის საჭირო წონის კონტროლი. მაგრამ მე არ მჭირდება სასწორი იმიტომ, რომ მე თვალები მაქვს და ყოველ შესვლაზე ვხედავ, რომ ეს ადამიანი ილევა, აღარ არის“- აღნიშნა გიული ალასანიამ.