დღეს კენჭისყრის დღესთან მიმართებაში არ არსებობს კითხვის ნიშნები. აპარატები იძლევა სიმარტივისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს, იძლევა უსაფრთხოებას და იძლევა კვალდაკვალ ყველა პროცესის გადამოწმებასა და აუდიტირების შესაძლებლობას, რაც არ ტოვებს სივრცეს, - განაცხადა „ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
„ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიას, მთავარია ვინ მართავს ამ პროცესს. ზუსტად ეს გვაძლევს ნიშანს, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ ის ტექნოლოგიური უპირატესობები, რომელიც კენჭის ყრის დღეს აქვს, გადაიფაროს. საუბრობენ იმ ადამიანების მიკერძოებაზე, რომლებმაც პროცესი უნდა მართონ.
ამიტომ, მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ პრაქტიკაში დავაკვირდეთ მათ საქმიანობას და თუ გამოვლინდება ფაქტები მათი მხრიდან მიკერძოების, ნეიტრალიტეტის დარღვევის, მერწმუნეთ, რომ კანონის ფარგლებში სრული სიმკაცრით იქნება ყველა ზომა მიღებული“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.