ა(ა)იპ – შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის – „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
ჟიურის გადაწყვეტილებით, თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი მიენიჭა
საბა ასლამაზიშვილს სპექტაკლისთვის „ქარიშხალი“.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი მიენიჭა - ანიკო შურღაიას.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟი მიენიჭა - თორნიკე კაკულიას.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი მიენიჭა - კონსტანტინე ფურცელაძეს.