31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. საქართველო ამ დღეს 34-ედ აღნიშნავს.

1991 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული იქნა რეფერენდუმი, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.

 რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმვე წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი