"ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს:

 „ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე!“ მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა! ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო“, - წერს ზურაბიშვილი.