საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლოსთვის.
ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება.
საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი.
ჩემი შეხედულება არასდროს შეიცვლება, საქართველოს ადგილი ევროპაშია. " - წერს ზივზივაძე "ინსტაგრამზე".
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეციალური საშუალებით დაშალა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაშავდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 107 პირი, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი