ბათუმში, სამხედრო დასახლებაში, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე პოლიცია იმყოფება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.