ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 6 თებერვლიდან დაიწყება. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები 6 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 77 სოფელში ყოველდღიურ რეჟიმში, 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 904 000 ლარი გამოეყო.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდება ის პროექტები, რომლებსაც კრებებსა თუ კონსულტაციებზე ადგილობრივები სოფლის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ.
დაინტერესებულ მოქალაქეებს საპროექტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებში ყოველ სამუშაო დღეს 9:00-დან 18:00 საათამდე 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.