სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ არაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვეს. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის საიუბილეო საღამოს, 24 იანვარს შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
გამარჯვებულები
1. საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია – გიორგი გველესიანი.
2. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია – თემურ სამხარაძე.
3. საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია – გოდერძი კაპანაძე.
4. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია – გურამ თუშიშვილი.
5. ძალისმიერი ფიტნესის, კროსფიტის და მასრესლინგის ეროვნული ფედერაცია – გიორგი კვეტენაძე.
6. საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია- ალექსანდრე კუჭავა.
7. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია – ავთანდილ ყარმაზანაშვილი.
8. პარამკლავჭიდი – ვახტანგ ახობაძე.
9. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია – დათა ქაჯაია.
10. საქართველოს რაგბის კავშირი – დავით ნინიაშვილი.
ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან არაოლიმპიურ და ოლიმპიურ სახეობებში ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჯილდო დაწესდება. რომლის პირველი მფლობელები გახდნენ:
გიორგი ნიკოლაძე – პარატაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
გიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის.
ვახტანგ ახობაძე – პარამკლავჭიდი.
JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე მაუწყებლობს და 19 წელია სპორტის პოპულარიზაციის ემსახურება.