უეფას ჩემპიონთა ლიგის თასზე მეშვიდე ტურის შეხვედრების მეორე სათამაშო დღის მატჩები დასრულდა
„პარი სენ-ჟერმენმა" სახლში 0:2-ის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ 4 გოლი გაუტანა და ბოლო ტურის წინ 24 საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი გაუჩნდა. მერვე ტურის მატჩს პარიზელები გასვლაზე „შტუტგარტთან“ ითამაშებენ. შანსს ინარჩუნებს, თუმცა ბევრად ნაკლებს, „მანჩესტერ სიტიც". ბოლო ტურში მანჩესტერელები „ბრიუგეს“ უმასპინძლებენ.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „მანჩესტერ სიტი“ 4:2(0:0)
გოლები: ჯეკ გრილიში 0:1, 53' ერლინ ჰოლანი 0:2, 56' უსმან დემბელე 1:2, 61' ბრედლი ბარკოლა 2:2, 78' ჟოაო ნევეში 3:2, 90+6' გონსალო რამოსი 4:2
„ლაიფციგი“ - „სპორტინგი“ 2:1(1:0)
გოლები: 19' ბენიამინ შეშკო 1:0, 75' ვიქტორ დიოკერეში 1:1, 78' იუსუფ პოულსენი 2:1
„შახტარი“ - „ბრესტი„ 2:0(2:0)
გოლები: 18' კევინი 1:0, 37' გეორგი სუდაკოვი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0
„მილანი“ - „ჟირონა“ 1:0(1:0)
გოლი: 37' რაფაელ ლეაო
„ფეიენორდი“ - „ბაიერნი“ 3:0(2:0)
გოლები: 21' სანტიაგო ტომას ხიმენესი 1:0, 45+9' სანტიაგო ტომას ხიმენესი , თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 89' აიასე უედა 3:0
„რეალი“ - „ზალცბურგი“ 5:1(2:0)
გოლები: 23' და 34' როდრიგო 1:0 და 2:0, 48' კილიან მბაპე 3:0, 55' და 77' ვინისიუსი 4:0 და 5:0, 85' მადს ბიდსტრუპი 5:1
„სპარტა“ - „ინტერი“ 0:1(0:1)
გოლი: 12' ლაუტარო მარტინესი
„არსენალი“ - „დინამო“ ზაგრები 3:0(1:0)
გოლები: 2' დეკლან რაისი 1:0, 66' კაი ჰავარცი 2:0, 90+2' მარტინ ოდეგაარდი 3:0
„სელტიკი“ - „იანგ ბოიზი“ 1:0(0:0)
გოლი: 86' ლორის ბენიტო
41-ე წუთზე არნე ენგელსის დარტყმული თერთმეტმეტრიანი შვეიცარიელთა მეკარე მარვინ კელერმა მოიგერია
გაძევება: დაიზენ მაედა („სელტიკი“, წითელი ბარათი)
ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან:
„ბარსელონა“ - „ატალანტა“
„ინტერი“ - „მონაკო“
„შტუტგარტი“- „პარი სენ-ჟერმენი“
„იუვენტუსი„ - „ბენფიკა“
„ჟირონა“ - „არსენალი“
„პსვ“ - „ლივერპული“
„მანჩესტერ სიტი“ - „ბრიუგე“
„ბრესტი“ - „რეალი“
„ზალცბურგი“ -„ატლეტიკო“
„ასტონ ვილა“ - „სელტიკი“
„ბაიერნი“ - „სლოვანი“
„ბაიერი“ - „სპარტა“
„ბორუსია“ დორტმუნდი - „შახტარი“
„სპორტინგი“ - „ბოლონია"
„დინამო„ ზაგრები - „მილანი“
„შტურმი" - „ლაიფციგი"
„ლილი“ - „ფეიენორდი“
„იანგ ბოიზი“ - „ცრვენა ზვეზდა“
მასალა ბოლოს განახლდა 02:48 საათზე