ეს არის ივანიშვილის შეკვეთა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ -„შერატონი“ მსოფლიო ბრენდია, თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს უფრთხილდება. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იტყვიან, რომ გაფუჭებული იყო [კამერა] , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილმა გიორგი გახარიაზე „იმედის“ ეთერში ისეთი სიძულვილით და ზიზღით ისაუბრა, არ ვიცი. რაც მოხდა ბათუმში, ეს არის ამის გაგრძელება. ეს არის ივანიშვილის შეკვეთა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ. სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება. სხვა არაფერია. დეტალებში შესვლას აზრი არ აქვს, „შერატონი“ მსოფლიო ბრენდია, თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს უფრთხილდება. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იტყვიან, რომ გაფუჭებული იყო [კამერა]. თუ უწყებებთან იქნება მასალა, შეგვეძლება ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. გახარია დაესხა თავს და ესენი სასწრაფოდ კამერით იღებდნენ?! - კამერით მომზადებულები იყვნენ.

10-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას თავდასხმაში, მანამდე იქ თავს დაესხნენ ზვიად ქორიძეს. დარწმუნებული ვარ, გახარიას ელოდებოდნენ, იცოდნენ, რომ იყო. ჩემი ვარაუდია, რომ ზვიადის იქ ყოფნა ზედმეტი მოწმის თვალსაზრისით [არ უნდოდათ], ამის გამო აიძულეს დაეტოვებინა ადგილი. ეს არის პოლიტიკურ ლიდერზე ანგარიშსწორება“ , - აღნიშნა ძიძიგურმა.