ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა,-ინფორმაციას ამის შესახებ, ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს, სადაც 24 წლის ახალგაზრდა, მიღებული მძიმე დაზიანებებით, რამდენიმე დღე, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"სასიცოცხლო ჩვენებით, საოპერაციო ბლოკში შემოყვანილ იქნა 24 წლის მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში.
კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, მოიგლიჯა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები.
პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიის გაკერვა და ლუმბალური არტერიების გადაკვანძვა.
პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა",-ნათქვამია, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.