ვიკა ფილფანი და ანა ბუჩუკური ვიცით, რომ დაუღალავად მუშაობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გახარიას პარტიისთვის და ესენი იყვნენ სახე პარტიის, უცებ თავზე დაედოთ ზვიად ძიძიგური - რატომ? ვინ გადაწყვიტა? გახარიამ? რატომ გახარიას ამომრჩეველმა არ გადაწყვიტა?  -  ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ სისტემური შეუთავსებლობა გვაქვს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, აბსოლუტურად ყველასთან, რომელიც ვერ შეძლებს საკუთარ პარტიაში შიდა დემოკრატიის დამყარებას. იმიტომ რომ მთავარი, რაც ლიდერშიპის კრიზისს წარმოშობს, ახლა რატომღაც პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ოპოზიციური პარტიები დემოკრატიულები არ არიან. აი გახარიაც რომ ავიღოთ, სიას ჩავხედე, ვიკა ფილფანი და ანა ბუჩუკური ვიცით, რომ ეს ხალხი დაუღალავად მუშაობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში გახარიას პარტიისთვის და ესენი იყვნენ სახე პარტიის, უცებ თავზე დაედოთ ზვიად ძიძიგური - რატომ? ვინ გადაწყვიტა? გახარიამ? რატომ გადაწყვიტა გახარიამ? რატომ გახარიას ამომრჩეველმა არ გადაწყვიტა? რატომ არ უნდა მისცე ამომრჩეველს ამის შესაძლებლობა? ასე ხომ შენ სინერგიას მოიპოვებ ამომრჩეველთა, ჩვენ ხომ ეს გავაკეთეთ „ევროპულ საქართველოში“ და გასაგებია, მაგან გახეთქა „ევროპული საქართველო“, იმიტომ რომ ახალი სისტემით რომ შედიხარ, ძველი წინააღმდეგობას უწევს",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ,,ფორმულას" ეთერში.