ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 16 პირიდან, 16-ვე თავისუფალია. აქედან, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აქციის ორ მონაწილეს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

14 მათგანის შემთხვევაში კი გაერთიანებულ პროცესზე დაცვის მხარემ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა იმ მოტივით, რომ მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა, რაზეც მოსამართლე, იოსებ აბრამიძე დაეთანხმა და 14 დაკავებული სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლა. ასევე გათავისუფლებულებს შორისაა პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც. მორიგი პროცესი მიმდინარე წლის 19 ივნისს ჩაინიშნა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.