შვედეთის საელჩოსთან ფორმულას IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს, ოპერატორსა და მძღოლს თავს დაესხნენ.  

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და ფორმულას მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.

მოგვიანებით, ტვ "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა.

ის მანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ვაშაყმაძე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეზო ვაშაყმაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია

"აიპრესი" მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.