თბილისში, ორი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.