საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს, ახალი ხელმძღვანელი შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე წარუდგინა.
თეიმურაზ ლომთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თეიმურაზ ლომთაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილება შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე.









