არასრულწლოვნების გატაცების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან.

„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. დამატებითი დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.