საქართველოს სპორტი მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ მოკრივეს ლენოქს ლუისს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კრივის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს.
ლენოქს ლუისი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ პროფესიული კრივის საღამოზე დასასწრებად ესტუმრა. ღონისძიება 26 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართება. საღამოზე WBF მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისათვის 12-რაუნდიანი ბრძოლა გაიმართება.
ლეგენდარული მოკრივე ლენოქს ლუისი 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია. პროფესიულ კრივში წლების განმავლობაში ის მძიმე წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.