ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:
"26 სექტემბრის საღამოს საათიდან 27 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიაზე ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, ქარის ხანმოკლე გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.