უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ ამჟამინდელი ვერსია უკვე ასახავს უკრაინის ძირითადი პრიორიტეტების უმეტესობას.
რომ დამტკიცების საბოლოო ეტაპზეა, უკვე ასახავს უკრაინის ძირითადი პრიორიტეტების უმეტესობას.
ჩვენ დიდად ვაფასებთ შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას და მათ ყურადღებას ჩვენი კომენტარების მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს წინ წავიწიოთ ერთობლივ პროცესში.
დღეს კიდევ უფრო მეტ პროგრესს ველით“, - ამბობს უმეროვი
უკრაინული მედიის ცნობით, მანამდე უმეროვმა დაწერა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები, მათი ევროპელი პარტნიორების გუნდებთან ერთად, მჭიდრო კონტაქტში არიან შვეიცარიაში და მან ასევე იმედი გამოთქვა წარმატებული შედეგის შესახებ, უფრო ადრე კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადებები შეიძლება მოიცავდეს უკრაინის ხედვაზე დაფუძნებულ და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რიგ ელემენტებს.




