საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „ლე ჰავრს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 8.1) მინდორზე 71-ე წუთზე სენი მაიულუს ნაცვლად შევიდა, მისი  საგოლეს გადაცემის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ მე-3 გოლი გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ლე ჰავრი“ 3:0(1:0)
გოლები: 29' კან-ინ ლი 1:0, 65' ჟოაუ ნევეში 2:0, 87' ბრედლი ბარკოლა 3:0