პარლამენტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო - 84 მომხრე, 1 წინააღმდეგი.
2026 წლის 1 იანვრიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ზედამხედველობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღარ განახორციელებს და მასზე პასუხისმგებელი უწყება კულტურის სამინისტრო გახდება. ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.











