თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით  დააკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.