რამდენიმე საათის წინ თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეფერხებული იყო.
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა, რომელიც გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე ხანში გაირკვა რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

. დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ცხელ კვალზე.".