სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც ოთხი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს უცნობი პირები დახვდნენ.  იყო ფიზიკური დაპირისპირება,

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის,  ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და "მოქალაქეების " ლიდერი ალეკო ელისაშვილი.