ხარებავას, გზირიშვილის და ქადაგიძის გამოწვევას იუსტიციის საბჭოდან, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა

1558970418
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზაზა ხარებავას, ლევან გზირიშვილისა და შოთა ქადაგიძის გამოწვევის ინიციატივის განხილვას, საპარლამენტი უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის დაპირისპირება მოჰყვა
კომიტეტეზე ვითარება მას შემდეგ დაიძახა, რაც "ოცმების" დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა ბლოკ "ევროპილი საქრთველო" "თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე, თვლის თუ არა ის ბაჩო ახალაიასა(თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად მსჯავრდებული) და ვანო მერაბიშვილს(შს ყოფილი მინისტრი, ამჟამად მსჯავრდებული) პოლიტიკურ პატიმრებად.
"ვიდრე ალსანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით, ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა და ვინ იყო სისტემა, ვისზეც ამბობთ, რომ მის წინააღმდეგ იბრძოდით“, - ასე მიმართა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა შალვა შავგულიძეს.
რასაც გიგა ბოკერიამ ასე უპასუხა: თავად წინა ხელისუფლებაში პატარა ჭანჭიკი იყო და ახლაც პატარა ჭანჭიკია.
დაპირისპირების შემდეგ კომიტეტმა "ევროპული საქართველოს" ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის თაობაზე კენჭი უყარა, თუმცა საკითხი უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ იქნა მხარდაჭერილი.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველოსა“ და ამავე პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის: ზაზა ხარებავას, ლევან გზირიშვილისა და შოთა ქადაგიძის გაწვევას გულისხმობს.