ბათუმის რაიონულმა სასამართლომ  ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ერთ-ერთი უნივერსიტეტის დეკანს და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის ბრალდების მიხედვით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში,  ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად  სცემეს ორ პირს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით  ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.