თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ცხრა დემონსტრანტს, რომლებმაც გასულ კვირას სტამბულში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოსვლა შეაწყვეტინეს.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ინციდენტი ფორუმზე ერდოღანის გამოსვლისას მოხდა, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს „შეწყვიტეთ გენოციდის მხარდაჭერა“. როგორც მათ განაცხადეს, მთავრობა გამოცხადებული ემბარგოს მიუხედავად, ისრაელში ნავთობის ექსპორტს განაგრძობს.
ერდოღანმა დემონსტრანტებს უპასუხა: „შვილო, აქ სიონისტების რუპორად ნუ იქცევი. რამდენიც არ უნდა ეცადო პროვოკაციას მათი ხმით, პირით და თვალებით – წარმატებას ვერ მიაღწევ“.
პოლიციამ დემონსტრანტები ღონისძიებიდან გაიყვანა, პროკურორებმა კი მათ პრეზიდენტის შეურაცხყოფა და უკანონო დემონსტრაციაში მონაწილეობა დასდეს ბრალად.
სტამბულის პროკურატურის განცხადებით, ჯგუფმა მოქმედებები კოორდინირებულად დაგეგმა.
თარგმანი: პირველი არხი