თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.
წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.
დაკავებულებს გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.