უამინდობის გამო, თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დროებით ჩაკეტილია.
როგორც ,,აიპრესს,, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზის აღდგენითი სამუშაოები კი ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.