22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამტრედიაში დასუფთავების აქცია ჩატარდა.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციები დასუფთავდა.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება.