გავრცელებული ინფორმაციით, 73 წლის ქალს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ფეხით გადაადგილდებოდა.

სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი თელავის #3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.