ბრიტანულმა კომპანია Quacquarelli Symonds-მა მსოფლიო საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ახალი რეიტინგი შეადგინა.
Quacquarelli Symonds-ს რეიტინგის სათავეში კვლავ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია, მომდევნო ადგილებზე კი არიან ლონდონის სამეფო კოლეჯი, სტენფორდის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი.
მე-10 ადგილიდან მე-7 ადგილზე აინაცვლა კალიფორნიის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, შარშან მე-7 ადგილზე მყოფმა ციურიხის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა კი წელს მე-8 ადგილი დაიკავა. კვლავ მე-9 პოზიციაზეა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ხოლო სინგაპურის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა შარშანდელი მე-8 ადგილიდან წელს ათეულის ბოლოში გადაინაცვლა.
115-116. მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი
177-178. ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი
318-319. მოსკოვის ნიკოლაი ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი
338-340 ლევ გომილიოვის სახელობის ევრაზიიის ეროვნული უნივერსიტეტი (ასტანა)
351-352. კანიშ სატფაევის სახელობის ყაზახეთის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (ალმათი)
359. რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი
367-369. ტარტუს უნივერსიტეტი
390-393. სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
423-424. ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლა“ (მოსკოვი)
458-462. ტაშკენტის ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინჟინრების ინსტიტუტი – ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი
465-467. ვილნიუსის უნივერსიტეტი
468-469. ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტი
488-492. ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
504-509. მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი
504 -509. ურალის ფედერალური უნივერსიტეტი (ეკატერინბურგი)
510-512. ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
533-535. ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი
565-566. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
600-607. ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი
619. პეტრე დიდის სახელობის სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
626-628. ნაციონალური ბირთვული კვლევების ინსტიტუტი (მოსკოვის საინჟინრო-ტექნიკური ინსტიტუტი)
634-638. აბაიას სახელობის ყაზახეთის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი (ალმათი)
634-638. აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
639-642. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი
696-700. კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
711-720. აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
721-730. გიორგი პლეხანოვის სახელობის მოსკოვის ეკონომიკური ინსტიტუტი
741-750. შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტი (ვლადივოსტოკი)
741-750. ტომსკის ნაციონალური კვლევითი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
751-760. რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
751-760. ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტი (კაუნასი)
781-790. აუეზოვის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტი (ჩიმკენტი)
781-790. ყაზახეთის ეროვნული აგრარული კვლევითი უნივერსიტეტი
781-790. ლატვიის უნივერსიტეტი
791-800. ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი
791-800. ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი
801-850. ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტი (ბიშკეკი)
801-850. აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი
801-850. საინჟინრო ტექნოლოგიების, მექანიკის და ოპტიკის უნივერსიტეტი (სანკტ-პეტერბურგი)
801-850. ხაზარის უნივერსიტეტი (ბაქო)
801-850. მირზო ულუგბეკის სახელობის უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი
801-850. მეცნიერების და ტექნოლოგიების ნაციონალური უნივერსიტეტი (მოსკოვი)
851-900. ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი
851-900. ხოჯა აჰმედ იასავის სახელობის ყაზახურ-თურქული საერთაშორისო უნივერსიტეტი (თურქესტანი)
851-900. უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „კიევის იგორ სიკორსკის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“
851-900. ივან სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტი (მოსკოვი)
851-900. ვასილი კარაზინის სახელობის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი
901-950. ალტაის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბარნაული)
901-950. ბელორუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
901-950. ყირგიზულ-რუსული სლავური უნივერსიტეტი (ბიშკეკი)
901-950. ტალინის უნივერსიტეტი
951-1000. აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი
951-1000. ევნეი ბუკეტოვის სახელობის ყარაღანდის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი
951-1000. სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩელიაბინსკი)
1001-იდან 1200-ის ჩათვლით ადგილებს იყოფენ:
1001-1200. აბილკას საგინოვის სახელობის ყარაღანდის ტექნიკური უნივერსიტეტი
1001-1200. ADA-ს (აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია - „აიპრესი“) უნივერსიტეტი
1001-1200. ალმათის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
1001-1200. სანჟარ ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი
1001-1200. დავლეტ სერიკბაევის სახელობის აღმოსავლეთ ყაზახეთის ტექნიკური უნივესიტეტი (უსტ-კამენოგორსკი)
1001-1200. რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტი (მოსკოვი)
1001-1200. იმანუელ კანტის სახელობის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი (კალინინგრადი)
1001-1200. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1001-1200. ყირგიზულ-თურქული უნივერსიტეტი „მანასი“ (ბიშკეკი)
1001-1200. მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი (ვილნიუსი)
1001-1200. ნარხოზ უნივერსიტეტი (ალმათი)
1001-1200. ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“
1001-1200. პაულ სტრადინშის სახელობის რიგის უნივერსიტეტი
1001-1200. სამარყანდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1001-1200. ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტი (კრასნოიარსკი)
1001-1200. სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1001-1200. ტაშკენტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
1001-1200. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეიტინგში სულ 1504 უმაღლესი სასწავლებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი 1400-ზე ქვემო
ადგილებზე მყოფ უმაღლეს სასწავლებლებს შორის არიან.
Quacquarelli Symonds-ი რეიტინგს დამოუკიდებლად 2009 წლიდან ადგენს და აფართოებს. თავდაპირველად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ამ რეიტინგში ვერ ხვდებოდნენ, რაც ყოფილი განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, ტექნიკური მიზეზით იყო განპირობებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო შედეგი 2021 წლის სასწავლო წლისთვის შედგენილ რეიტინგში დაფიქსირდა.




