იევის დარნიცკის რაიონში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამართალდამცავები ტერორიზმის მუხლით გამოიძიებენ. 

ინფორმაციას კიევის საქალაქო პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, კიევში ორი აფეთქება დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. პროკურატურა აღნიშნავს, რომ პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ეროვნული გვარდიის ორი თანამშრომელი პატრულირებდა. აფეთქების დროს ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. მათივე ცნობით, მეორე აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია და სასწრაფო დახმარების ექიმები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქება კუსტარულად დამზადებული მოწყობილობით მოხდა.

თარგმანი: პირველი არხი