ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.




