ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა სავარაუდოდ კლუბის თანამშრომლები არიან, თუმცა ასევე დაიღუპნენ ტურისტებიც.
პოლიციის ვარაუდით, კლუბის სამზარეულოში გაზის ავზი აფეთქდა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ადამიანი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი გაიგუდნენ.
მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრამოდიმ.
ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მსხვერპლთა ოჯახები კომპენსაციის სახით 200 ათას რუპიას მიიღებენ, რაც დაახლოებით 2 ათას ორასი დოლარია.




