სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი დაშავდა.

როგორც  შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.