სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა.
ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
სოფელ კასრისწყალში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და უახლოეს პერიოდში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭირობების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.











