ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სანზონის დასახლებაში, ედისისა და ჟველაურის ქუჩებზე, ჯამში 1 610 კვ.მ. ფართობზე ბეტონის საფარი დაიგო.
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში 180 000 ლარი დაიხარჯა.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვალერიან პაპუაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.









